LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შშმ ქალები ვერ სარგებლობენ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურებით – კვლევა

რა შემთხვევაში და რა ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას

დაპოსტა 2020/05/11-ში
A A
286
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რა შემთხვევაში და რა ოდენობით მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას .

1. ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65000 დან 100001-მდე, გვეკუთვნის თუ არა რამე დახმარება?

თუ თქვენს ოჯახს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ აქვს დაფიქსირებული 65000-დან 100001 ქულამდე, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში ოჯახის თითოეულ წევრზე მიიღებთ 35 ლარს. გამონაკლისია ერთი და ორი წევრისგან შემდგარი ოჯახები. კერძოდ, ერთწევრიან ოჯახზე კომპენსაცია გაიცემა 70 ლარის ოდენობით, ხოლო ორწევრიანზე – 90 ლარის ოდენობით.

2. ვართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული, გვაქვს 100001-მდე სარეიტინგო ქულა და გვყავს სამი 16 წლამდე ასაკის შვილი, გვეკუთვნის თუ არა რაიმე დახმარება?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან 3-ზე მეტი 0-დან 16 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვი, მიეცემათ კომპენსაცია თვეში 100 ლარის ოდენობით 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

3. ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მაქვს თუ არა კომპენსაციის მიღების უფლება?

თუ თქვენ ხართ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში მოგეცემათ 100 ლარიანი დახმარება ყოველთვიურად

4. ვის უნდა მივმართო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის/შშმ პირებისთვის გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნის მიზნით და როდის?

თუკი უკვე ხართ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან/და უკვე მოპოვებული გაქვთ შესაბამისი შშმ პირის სტატუსი, თქვენ არ გევალებათ სადმე განცხადების შეტანა. სოციალური მომსახურების სააგენტო თავად უზრუნველყოფს კომპენსაციის მიმღები ოჯახების/პირების იდენტიფიცირებას და კომპენსაციის ჩარიცხვას სოციალურ პაკეტთან/სახელმწიფო კომპენსაციასთან ან/და საარსებო შემწეობასთან ერთად.

5. თუ 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (15 მაისს) მოხდა ჩემი ოჯახისთვის 66 000 ქულის მინიჭება, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100 ლარიანი კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული კომპენსაცია დაგენიშნებათ სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვიდან (მოცემული შემთხვევაში – ივნისიდან), ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში (ოქტომბრის თვის ჩათვლით).

6. 2020 წლის 1 მაისის შემდეგ (1 ივლისს) დამიდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დამენიშნება თუ არა ყოველთვიური 100 ლარიანი კომპენსაცია?

1 მაისის შემდეგ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, ასევე ამ სტატუს(ებ)ით მიმართვის შემთხვევაში, კომპენსაცია გაიცემა პირის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადებისა და სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის მომსახურების სააგენტოში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, ამ პროგრამით გათვალისწინებული კომპენსაციის პერიოდის დარჩენილი თვეების განმავლობაში.

7. ჩვენი ოჯახი შედგება 5 წევრისგან, საიდანაც 3 არის 16 წლამდე ასაკის ბავშვი, ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 67 000 და ოჯახის სრულწლოვან ერთ წევრს აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მაქვს თუ არა აღნიშნულისთვის გათვალისწინებული სამივე კომპენსაციის ერთდროულად მიღების უფლება?

შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სამივე საფუძვლით (სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის) გათვალისწინებული კომპენსაციის ერთდროულად მიღება შეზღუდული არ არის. ასეთ შემთხვევაში უფლება გაქვს 2020 წლის მაისიდან ყოველთვიურად მიიღოთ 100 ლარიანი კომპენსაცია 6 თვის განმავლობაში (3 არასრულწლოვანის შვილის და 100 000 ქულამდე ქონის საფუძვლით) + კომპენსაცია თითოეულ ოჯახის წევრზე ყოველთვიურად 35 ლარის ოდენობით (ჯამში 175 ლარი) 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში + მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს პარალელურად მიიღოს ყოველთვიურად 100 ლარიანი კომპენსაცია 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში.

8. ჩვენი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ვიღებთ საარსებო შემწეობას. კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი იქონიებს თუ არა გავლენას ოჯახის სარეიტინგო ქულაზე?

არ იქონიებს, რადგან ზემოაღნიშნული საფუძვლებით კომპენსაციების დანიშვნის შემთხვევაში, მიღებული თანხები არ გაითვალისწინება სოციალურად დაუცველი ოჯახების სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას.

9. 1 მაისიდან დამენიშნა კომპენსაცია, რადგან ჩვენი ოჯახის სარეიტინგო ქულა იყო 100 000-ზე ნაკლები და გვყავდა სამი არასრულწლოვანი შვილი (16 წლის და ქვემოთ). ერთი ბავშვი ივლისში ხდება 17 წლის. ამის გამო შეგვიწყდება თუ არა დანიშნული 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა?

არა, რადგან მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დანიშნული კომპენსაცია ოჯახებს უნარჩუნდებათ მთელი ვადით და კომპენსაციის მიღების შემდგომ პერიოდში ოჯახში 0-16 წლის ბავშვთა რაოდენობის ცვლილება არ იწვევს კომპენსაციის შეწყვეტას/შეჩერებას.

გაზიარება140

დაკავშირებული -პოსტები

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"