LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კაცებისთვის სასურველი მინიმალური ხელფასი საშუალოდ 823 ლარი, ქალებისთვის კი – 643 ლარია – NDI

როდის და როგორ შეუძლიათ თვითდასაქმებულებს 300 ლარიანი კომპენსაციის მიღება

დაპოსტა 2020/05/11-ში
A A
405
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, თუ თქვენ იყავით თვითდასაქმებული, რა შემთხვევაში მიიღებთ ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას.

1. რამდენია დახმარება თვითდასაქმებულებისათვის?

თვითდასაქმებულებს მიეცემათ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება

2. რა შემთხვევაში ჩავითვლები თვითდასაქმებულად?

თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურში, ან არ ხართ რეგისტრირებულ და 2020 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-თებერვალიმარტი) ეწეოდით ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით – ითვლებით თვითდასაქმებულად.

3. ვინ ითვლება შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირად და რა შემთხვევაში ეძლევა მას კომპენსაცია?

ასეთ პირებად ითვლებიან ინდივიდუალურ მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკურ პირები, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებათ ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან, ასევე მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, რომლებსაც მიკრობიზნესის სტატუსი მიენიჭათ 2020 წლის 1 აპრილამდე და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

4. რას ნიშნავს ეკონომიკური აქტივობა?

ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა, რაც შემოსავლის მიღებისათვის ხორციელდება არის ეკონომიკური საქმიანობა. ასეთად ჩაითვლება პირის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია/გაანგარიშება, საკონტროლო-სალარო აპარატის/ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა/საგადასახადო დოკუმენტი ან/და ბიუჯეტში გადასახადის/სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი მოსაკრებლის გადახდა.

5. თუ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული, ვის მივმართო კომპენსაციის მისაღებად.

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში თქვენ პირველ ეტაპზე უნდა დაელოდოთ შეტყობინებას სპეციალურ სიაში მოხვედრის შესახებ, რომელსაც მიიღებთ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე – https://eservices.rs.ge/. ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი.

6. როდის შევძლებ 300 ლარიანი კომპენსაციის აღებას?

შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

7. თუ არ ვარ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული ფიზიკური პირი, როგორ მივიღებ 300 ლარიან კომპენსაციას?

კომპენსაცია მოგეცემათ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირებისა) იმის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდით რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას ან/და გქონდათ შემოსავალი.

8. როგორ უნდა მოვიქცე და რომელ უწყებას მივმართო შემოსავლების სამსახურში არარეგისტრირებულმა თვითდასაქმებულმა პირმა, რომ მივიღო 300 ლარიანი კომპენსაცია?

თუ არ ხართ რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად, არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა უნდა შეავსოთ განაცხადი, რომელიც 2020 წლის 15 მაისიდან დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე იქნება ხელმისაწვდომი და წარადგინოთ:

ა) ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს შესახებ

ბ) საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) პირის მიერ გაცემული შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის ნებართვა/ლიცენზია და სხვა).

9. არარეგისტრირებული თვითდასაქმებული როდის მივიღებ 300 ლარიანი კომპენსაციას?

როდესაც ატვირთავთ განცხადებას კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, მას ატვირთვიდან მაქსიმუმ ორი კვირის ვადაში დასაქმების სააგენტო სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარუდგენს უწყებათაშორის კომისიას. კომპენსაციის გაცემა მოხდება უწყებათაშორისი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

10. ვიყავი დასაქმებული, 2020 წლის პირველ კვარტალში მერიცხებოდა ხელფასი, თუმცა გამათავისუფლეს სამსახურიდან, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო როგორც ყოველთვიური 200 ლარიანი, ისე თვითდასაქმებულებისთვის გათვალისწინებული 300 ლარიანი კომპენსაცია?

ორივე კომპენსაციას ერთდროულად ვერ მიიღებთ და ასეთ შემთხვევაში თქვენ გექნებათ 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება.

11. ვარ დასაქმებული და ახლაც მერიცხება ხელფასი, ასევე მქონდა მცირე ბიზნესი და ვაკმაყოფილებ 300 ლარიანი კომპენსაციის გაცემისთვის დადგენილ წინაპირობებს, მაქვს თუ არა უფლება მივიღო აღნიშნული კომპენსაცია?

ამ შემთხვევაში, 300 ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებთ.

გაზიარება178

დაკავშირებული -პოსტები

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს -  ინფორმაციას  მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორის არიან გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც
მთავარი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების ფარგლებში გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული 26 წლის გურამ ხუტაშვილი და 23 წლის დანიელ მუმლაძეც, რომელთაც რუსთაველის გამზირზე, სხვადასხვა ადგილზე 112-ის დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებოდნენ.  ...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა შორისაა საბა ჯიქია

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მთავარი

პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებულთა შორისაა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 20 წლის საბა ჯიქია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. მოგვიანებით, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" ე.წ. "სთორიში"...

დაწვრილებითDetails

,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
,,იბერიას“ მატჩის შემდეგ პოლონელი ქომაგი ტრიბუნიდან გადმოვარდა
მთავარი

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999 ევროპალიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში პოლონურ იაგელონიასთან 1:2 დამარცხდა და კონფერენსლიგის ლიგის ზონაში გადაინაცვლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, იაგელონიას ფეხბურთელები ტრიბუნასთან მივიდნენ და ქომაგებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდნენ,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 03:05-ზე ქალაქი ნინოწმინდადან აღმოსავლეთით 23კმ-ში, სოფელი საღამოდან 10კმ-ში მოხდა 3.1(ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელოდებათ. სამსახურში შესაძლოა მოულოდნელად ახალი საქმე ან შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო   დღეს სიმშვიდე და...

დაწვრილებითDetails

28 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

დღეს მარიამობაა

by მეგა TV
აგვისტო 28, 2026
0
28 აგვისტოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს
მთავარი

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობელი მარიამის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.   ქრისტიანულ სამყაროში, ყოვლადწმიდა სამების შემდეგ, ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა,...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მიხეილ ყაველაშვილმა ფრიდონ ბუბუტეიშვილი შეიწყალა – ტვ პირველი
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას "ტვ პირველს" პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან. ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა...

დაწვრილებითDetails

თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რაჭაში, თხმორის ჩანჩქერში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით 25 წლის მამაკაცი გორისუბანში იყო სტუმრად რუსთავიდან. ,,სამწუხაროდ დღეს იპოვნეს გარდაცვლილი,ჩანჩქერში.როგორც სჩანს,ფეხი დაუსრიალდა და ქვაზეა დაცემული და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"