ქუთაისში კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა კოვიდ-19.
ის ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა.
ამ ეტაპზე კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 4 პაციენტი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, კორონავირუსზე საეჭვო პაციენტები კლინიკაში ამ დროისთვის არ იმყოფებიან.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.










