LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება – Deutsche Welle

როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება – Deutsche Welle

დაპოსტა 2020/05/06-ში
A A
176
ნახვა
გაზიარება

„კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხეს ქვეყანაში აღდგომის შემდეგ COVID 19-ის აფეთქების თავიდან არიდება“ – სტატიას ამ სათაურით Deutsche Welle-ს რუსულენოვანი სამსახური აქვეყნებს.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში კავკასიაში კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია და აღნიშნავს, რომ ექსპერტები მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „აქტიური რეაგირების მაგალითს“ უწოდებენ.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეპიდემიოლოგების დიდ ყურადღებას აღდგომის დღესასწაული იწვევდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე მასობრივი მისვლის შემთხვევაში, ეპიდემიის მკვეთრი აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა.

„საქართველოში ეკლესია ჯარის შემდეგ ყველაზე სანდო ინსტიტუტია და მთავრობის ქმედებებზე იყო დამოკიდებული, ხალხი რელიგიას აირჩევდა თუ მედიკოსების რეკომენდაციებს გაითვალისწინებდა“, – წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ მთავრობა პატრიარქთან ტაძრების დაკეტვის შესახებ მოლაპარაკებებს თვეზე მეტხანს უშედეგოდ აწარმოებდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქთან კონფრონტაციაზე უნდა წასულიყო ან რისკების შემცირების სხვა გზა ეპოვნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კონფრონტაციის ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ეკლესიის პოზიციას ოქტომბრის არჩევნების შედეგზე პრაქტიკულად გადამწყვეტი გავლენა ექნებოდა, ამიტომ ხელისუფლება პატრიარქთან ურთიერთობას არ გააფუჭებდა.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ღია კონფლიქტზე არავინ წავიდოდა, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში ძალიან მაღალია, – ამბობს ჰენრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან მაისტერი. – ამ პირობებში მთავრობამ შემოვლითი გზა იპოვა. კერძოდ – ნაბიჯ-ნაბიჯ მოქალაქეთა მობილობა შეზღუდა“, – წერს Deutsche Welle.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აღდგომამდე 1 კვირით ადრე საქართველოში 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტა, რათა ხალხი ნათესავებთან არ წასულიყო. დაიკეტა სასაფლაოები, ქალაქებში კი 5 დღით პირადი ტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალა, რის გამოც სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველებს ტაძრებში ფეხით მისვლა და იქ 21:00 საათიდან 06:00 საათამდე დარჩენა მოუწიათ.

ავტორი მიიჩნევს, რომ ზომებმა გაამართლა, რადგან აღდგომიდან მეათე დღეს ქვეყანაში ინფიცირების 511 შემთხვევა დაფიქსირდა.

„ეს ნიშნავს, რომ მიღებულმა ზომებმა იმოქმედა, ამბობენ ექსპერტები. იმოქმედა შეზღუდვამ ადამიანის გადაადგილებაზე, ცალკეული მოძღვრების მოწოდებებმა, მედიკოსების ემოციურმა გამოსვლებმა, რომლებსაც ხელისუფლებამ რთულ სიტუაციაში აგიტატორების როლი ანდო. აპრილის ბოლო რიცხვებში პრემიერ-მინისტრმა გახარიამ შეზღუდვების რამდენიმე ეტაპად მოხსნის შესახებ განაცხადა“, – წერს ავტორი.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 269 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფექციას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია გონიოში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევას ბესო მიქელაძე ემსხვერპლა.   ,,როგორ დამენანე ბესო ძალიან მეწყინა შენი ამბავი უფალმა ნათელში ამყოფოს შენ სული გითანაგრძნობთ ამ დიდ ტკივილს" ,,ვაიმე ეს რა უბედურება დაატყდათ თავს, ამ...

დაწვრილებითDetails

ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! – რას წერს მოკლული ბიჭის დედა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა… – რას წერენ მოკლულ არასრულწლოვანზე
მთავარი

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა, ნიკა ღუ­ნაშ­ვი­ლი დღეს 18 წლის გახ­დე­ბო­და. მისი დედა, თა­თია ჩირ­გა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და წერს: "პირ­ვე­ლი და­ბა­დე­ბის დღე უშე­ნოდ, დე... ამ ღი­მი­ლის გამო, დე?! 18 წელი,...

დაწვრილებითDetails

გონიოში ავტომობილის საბარგულიდან მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გონიოში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 40 წლის მამაკაცი მსუბუქი ავტომობილის საბარგული ნაწილიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.   არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საბარგულში იჯდა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე გარდაიცვალა.   შემთხვევის ადგილზე შინაგან...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა გრიშაშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ნაცნობ მამაკაცს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ
მთავარი

სამტრედიაში ახალგაზრდა პოლიციელს გლოვობენ. გარდაიცვალილია გოჩა არველაძე. სამწუხარო ინფორმაციას სამტრედიის ოფიციალური ჯგუფუ ავრცელებს. ,,სამტრედიელების ოფიციალური ჯგუფის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს , გოჩა არველაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
დიდხანს ვერ ამოვა თვალებიდან – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ახლობელი
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა” დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.   სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური...

დაწვრილებითDetails

მიწისძვრა ნეაპოლში, დაშავდა რამდენი ადამიანი, დაზიანდა შენობები

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
მიწისძვრა ნეაპოლში, დაშავდა რამდენი ადამიანი, დაზიანდა შენობები
მთავარი

4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფლეგრეის ველებზე — ვულკანურ ზონაში, რომელიც სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად მდებარეობს; შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა შენობები და ეკლესიები. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულმა...

დაწვრილებითDetails

პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი აქტიური და პროდუქტიული დღეა. შესაძლოა, სამსახურში ან პირად საქმეში საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებ.   კურო დღე ფინანსურ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. კარგი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და...

დაწვრილებითDetails

პირველი აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 1, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"