მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რითი დაიღუპე კორონავირუსით თუ შიმშილით, ასე თუ გაგრძელდა ეკონომიკის ჩამოქცევა იქნება – მთავარის სპეციალური გამოშვების კითხვებს “ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.
პოლიტიკოსი ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემად ეკონომიკას ასახელს.
“ევროპული საქართველოს“ წევრი მიირჩნევს რომ, ქვეყანაში ბევრი შეზღუდვა უნდა დარჩეს, მაგრამ ბევრი მათგანი შედეგის მომტანი არ არის, მათ შორის არც კომენდანტის საათი.
სერგი კაპანაძე ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებს ბიზნეს სექტორში ჩამონათვალის გაკეთების გამო, რომლის გამოც მხოლოდ ერთეულებს მიეცათ საქმიანობის უფლება.
ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით კი პოლიტიკოსი ამბობს: – “შეუძლებელია კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრობდე სერიოუზლად და არ ფიქრობდე გადასახადების შემცირებაზე”.
სერგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა რომ პანდემიის პირობებში საპენსიო დანაზოგის გამოყენება უფრო მართებული იქნება, ვიდრე 20-30 წლის შემდეგ, რადგან კრიზისი სწორედ ახლა უდგათ მოქალაქეებს.
პოლიტიკოსმა სწრაფი ტესტების აუცილებლობასა და მომავალ არჩევნებზე ისაუბრა.









