ქუთაისი გაიხსნა. ქალაქში, როგორც შესვლა ისე გასვლა თავისუფალია. ბლოკ პოსტები არ მოხსნილა, თუმცა სკრინინგის პროცედურა გამარტივდა და მძღოლებსა და მათ მგზავრებს ტემპერატურას ავტომობილებშივე უზომავენ. დღესვე მუშაობა განაახლეს ვულკანიზაციებმა და ავტო სამრეცხაოებმა. განახლდა სამშენებლო სამუშაოები.
ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ,,მეგა ტვ"-ის ინფორმაციით, მამაკაცი ხონის სოფელ გორდის მკვიდრია.









