როგორც კი რეგულაციები საშუალებას მოგვემენ ჩვენ დავუბრუნდებით ქუთაისს – ამის შესახევ “იმედის დღის ეთერში” WIZZ AIR წარმომადგენელმა ანდრაშ რადომ განაცხადა.
ავიაკომპანიამ 1 მაისიდან პანდემიის გამო დახურული რეისები, ლონდონიდან და ვენიდან გახსნა.
“ფრენები ვენიდან და ლონდონიდან აღდგენიალი, ველოდებით საქართველოს მთავრობას რომ ნება დაგვრთოს ფრენების აღდგენაზე. უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ეს ის ქვეყნებია საიდანაც ვახორციელებთ ფრენებს. სხვა ქვეყნებში ხელახლა გვიწევს საქმიანობის განახლება. ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენი გუნდი მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ჩვენ უნდა დავრწმუბნდთ რომ უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები დაცული იქნება. ჩვენი თანამშრომლები გადიან სპეციალურ ტრენინგს, რომ შეძლონ არა მხოლოდ ახალი კორონავირუსის, არამედ სხვა ინფექიებით დაავადებული ადამიანების ამოცნობა. როდესაც განახლდება ფრენები ყველა თანამშრომელი და მგზავრი ვალდებულია ატაროს ნიღაბი, თითოეული მგზავრსთვის გათვალსწინებული იქნება სპირტის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი, ჩასხდომის დროს ჩვენ და აეროპორტი უზრუნველვყოფთ რომ დაცული იყოს მგზავრებს შორის მეტრ-ნახევრიანი დისტანიცია. ვეცდებით არ გამოვიყენოთ ავტობუსები მგზავრების გადაყვანისას. ასევე ორგნიზებას გავუწვეთ რომ ფეხით გადაყვანისას მათ შორის მოხდეს დისტანციის დაცვა. ფრენის განახლების პირველ ეტაპზე ჩვენ ნაკლებ მგზავრებს ვვარაუდობთ, რაც საშუალებას მოგვცემს მგზავრები ერთმანეთთან დისტანცირებულად გადავანაწილოთ. ფასების გაზდა არ მოხდება, ჩვენ ფასებს შევინარჩუნებთ. ჩვენი პრეროგატივა ბევრი მგზავრის მომსახურებაა. როგორც კი რეგულაციები საშუალებას მოგვემენ ჩვენ დავუბრუნდებით ქუთაისს.” – განაცხადა “იმედის დღის ეთერში” WIZZ AIR წარმომადგენელმა ანდრაშ რადომ.
https://www.facebook.com/wizzair/videos/160687138687064/










