კლინიკა “ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში 8 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
პაციენტების ნაწილი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს, ნაწილი კი კლინიკაში სახლებიდან შეიყვანეს. მათ შორის 2 ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო.
ამ დროისათვის კლინიკაში 3 საეჭვო პაციენტი ჰყავთ.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










