ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
კლინიკას უკვე 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს.
ამასთან, ერთ პაციენტზე, რომელიც წყალტუბოს მერიის თანამშრომელია, კლინიკამ ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღო.
ამჟამად კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 11 პაციენტი რჩება. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










