ქუთაისის ლაბორატორიაში 150-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და სათნოების სახლის თანამშრომლების ანალიზებია, რომლებიც დაინფიცირებული სათნოების სახლის ბენეფიციარის კონტაქტებია.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.










