ნიკეას ქუჩაზე ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. არასრულწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
„ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო და ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,”- აცხადებენ თვითმხილველები.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.










