ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა მეეზოვე ქალებს „გვირილობა“ მიულოცეს. წელს ქუთაისი უჩვეულოდ აღნიშნავს ქალაქის დღესასწაულს – „ორმაისობა-გვირილობა“ მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, კორონავირუსის პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
,,ქალაქის ყოველი დილა სწორედ მეეზოვეების შრომით იწყება, ახლა კი, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მათი საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, წლევანდელი 2 მაისი მათთან სტუმრობით დაიწყო”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მეეზოვე ქალებს დავით ერემეიშვილმა და იოსებ ხახალეიშვილმა თაიგულები მიართვეს და ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადეს.










