LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისი მზად არის იმისთვის, რომ ხვალ, 21:00 საათიდან ჩაიკეტოს შემოსასვლელ-გასასვლელები – ზვიად შალამბერიძე

პანდემიის ფონზე, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/05/02-ში
A A
73
ნახვა
გაზიარება

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ქუთაისელებს ორმაისობას ულოცავს. როგორც ზვიად შალამბერიძე აცხადებს, დისტანციისა და აუცილებელი იზოლაციის პირობების გამო, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ორმაისობა წელს პირველად ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობებისა და თეატრალური მსვლელობების გარეშე.

„ქუთაისისთვის ორმაისობა ჭეშმარიტად სახალხო დღესასწაულია. მისი ისტორიით, მნიშვნელობით, შინაარსით და სანახაობების მრავალფეროვნებით. ადამიანებით, რომლებიც წლიდან წლამდე, ქალაქის ამ დიდ ზეიმს ერთმანეთის გულწრფელი სიყვარულით ელიან. ჩვენ წელს ამ დღის განსაკუთრებული მოლოდინი და სამზადისი გვქონდა. ტრადიციის პატივისცემით და ბევრი ახალი საქმით, ახალი სახეებით, საპატიო სტუმრებით და მასპინძლებით, ყველა თაობისთვის ერთნაირად საინტერესო და სასურველი. ორმაისობის ყველაზე კოლორიტული ნაწილი „გვირილობა“ იდეაში სწორედ საზოგადოების მხარდაჭერის და ქველმოქმედების სურვილით გაჩნდა და მისი მიზანი ყველაზე კეთილშობილი იყო: ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარება. ისტორია ყველა ქუთაისელმა იცის, საუკუნის წინ როგორ აგროვებდნენ ამ ქალაქის ულამაზესი ქალები გიმნაზისტ გოგონებთან ერთად შესაწირს და როგორ უმაგრებდნენ გვირილას მკერდზე იმ ადამიანებს, ვინც ჭლექით დაავადებულთათვის საერთო კალათაში სიმბოლურ თანხას დებდა. ორმაისობა სიკეთის დღეა და მასთან ერთად, ერთგვარად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის დღეც. დღეს, პანდემიის ფონზე, როცა ადამიანებს ერთმანეთისგან მეტი გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ, გვირილობის ტრადიცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. დისტანციის და აუცილებელი იზოლაციის პირობებში, ბოლო ათწლეულის მანძილზე, პირველი ორმაისობა ჩაივლის იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორის და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონის და თეატრალური მსვლელობების გარეშე. მაგრამ ყველა ქუთაისელი, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობით იცავს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მოწოდებას, სწორედ სახლიდან მიულოცავს მის ქალაქს ყველაზე მშობლიურ დღესასწაულს. ზუსტად მაშინ, როცა ყველა ტაძრიდან, ტრადიციული ზარების რეკვით, ქუთაისის კურთხევაც აღევლინება. გილოცავთ და მჯერა, კიდევ ბევრ ორმაისობას ვიზეიმებთ ამ ისტორიულ ქალაქში ღირსეული ქუთაისელების პატივგებით და თქვენი განსაკუთრებული ნიჭიერებით!“, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

“გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
არ მიმატოვოთ ბრძოლაში მარტო!  მიჭირს! უსაშველოდ მიჭირს! – მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართავს ავრცელებს. “გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა. ძალიან მოკლედ ვიტყვი; უახლესიდან დავიწყებ. სავარაუდოდ, ჩემი “ფეისბუქი” მალე...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და...

დაწვრილებითDetails

რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
რუსეთის 22 წლის მოქალაქე საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "Panorama 360 Hotel“-ში, 22 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ალი­ნა კამ­ბა­რო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც უამ­რავ კი­თხვის ნი­შანს აჩენს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. გო­გო­ნას მამა მე­დი­ას­თან შვი­ლის ბოლო სა­ა­თებ­სა...

დაწვრილებითDetails

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია – სუს-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ზარების ავტორი ამბობდა დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია - სუს-ი განცხადებას ავრცელებს და წერს რომ პატრიარქის დაკრძალვის დღეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა....

დაწვრილებითDetails

მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მოქალაქეები სიონის ტაძარში ილია მეორის საფლავზე დილიდან მიდიან
მთავარი

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის. სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე...

დაწვრილებითDetails

ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
მთავარი

ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში ავარია მოხდა. ავიაკომპანია Air Canada-ს კუთვნილი Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავი, დაფრენის შემდეგ აეროპორტის სამსახურეობრივ მანქანას შეეჯახა. The New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 2 მეხანძრე მძიმედ დაშავდა....

დაწვრილებითDetails

უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონა ემსხვერპლა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მცირეწლოვანს კარადა დაეცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო: პრაიმტაიმი

დაწვრილებითDetails

სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
მთავარი

ტეხასის უნივერსიტეტისა და კორეის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა დინოზავრის ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ,...

დაწვრილებითDetails

წყალი 9 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

დღეს, 3/23/2026 ჩუღურეთის რაიონში, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ელისო ჭიპაშვილის ქ. N11-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 3/23/2026 11:00 დან 3/23/2026 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ივერთუბნის დასახლებას (ხეხილ-სანერგე მეურნეობა),...

დაწვრილებითDetails

სკუტერი ქვეითს დაეჯახა- მძღოლი ადგილიდან მიიმალა

by მეგა TV
მარტი 23, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"