გილოცავთ გვირილობას – ქუთაისის მერია ვიდეოს ავრცელებს
“გილოცავთ ქუთაისობას! ყველაზე ქართული ქალაქის დღეს!
ეს კლიპი არის მცირე ნაწილი ქუთაისის ბრენდინგის რომლის პრეზენტაცია ყველას ერთად უნდა გვეზეიმა ამ დღეს! თუმცა ყველაფერი წინ არის!
გილოცავთ!
ქუთაისი ქალაქია!” – ნათქვამი ქუთაისის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოსადა მსოფლიოში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გამო ქუთაისის დღეს ქალაქის დღეს დღესასწაულს დიდი ზეიმით ვერ აღნიშნავს. გაუქმებულია ყველა ღონისძიება. 12:00 საათზე ტაძრებში ამ დღის აღსანიშნავად ზარები დაირეკა. მეუფე იოანე ბაგრატის ტაძარში კი სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისს გადაიხადა.










