ხვალ 2 მაისია, ქუთაისობა, გვირილობა – დღესასწაული, რომელსაც ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავს ქალაქი. წელს კი სხვა რეალობა გვაქვს, კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, საგანგებო რეჟიმი და ჩაკეტილი ქალაქი.
ქუთაისში 2 მაისობისთვის ყველა ღონისძიება გაუქმებულია, მაგრამ ბაგრატის საკათედრო ტაძარში სამშვიდომო პარაკლისი აღევლინება.
“ხვალ 2 მაისს ქუთაისის დღესთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში 12 საათზე შეასრულებს სამშვიდობო პარაკლისს.” – ვკითხულობთ ქუთაის გაენათის ფეისბუკ გვერდზე.










