ქუთაისის ცხელების ცენტრში 23 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
კლინიკის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის თქმით, პასუხებს შორის 19 პაციენტის, ოთხი კი, კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევის შედეგებია.
სამედიცინო დაწესებულებაში ამ დროისთვის 18 პაციენტია მოთავსებული, მათ ნაწილს ანალიზს კორონავირუსზე დღეს აუღებენ.










