“ვინც დაეჯახა და მიიმალა, იმ პირის მამა მივიდა საავადმყოფოში და დიტოს მამას პატიება სთხოვა, ჩემს შვილს შეეშინდა და მაგიტომ გაიქცაო” – გლოვოს კურიერის დაღუპვის შესახებ, დრონი.ჯი-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
33 წლის დიტო, თბილისში გლოვოს კურიერად მუშაობდა. კომენდანტის საათის დაწყებამდე 15 წუთით ადრე მას შავი ფერის ჰონდას მარკის ავტომობილი დაეჯახა. მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
დიტო მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დრონი.ჯი-ს ინფორმაციით საავადმყოფოში, ოპერაციის დროს, გლოვოს კურიერის მამასთან იმ პირის მამა მისულა, ვინც დიტოს დაეჯახა.
“ვინც დაეჯახა და მიიმალა, იმ პირის მამა მივიდა საავადმყოფოში და დიტოს მამას პატიება სთხოვა, ჩემს შვილს შეეშინდა და მაგიტომ გაიქცაო. სახლში რომ მოვიდა მერე გაიაზრა რაც მოხდა და მთხოვა აქ მოვსულიყავიო, გვაპატიეთო” – აცხადებს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის მეგობარი.
დრონი.ჯი შსს-საც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ავტომანქანის მძღოლი პოლიციასთან თანამშრომლობს. ამჟამად მომხდარის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ისინი დაადგენე, თუ რომლის გაკეტებულმა საბედისწერო მანევრმა გამოიწვია 33 წლის მამაკაცის გარდაცვალება.
გამოძება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დიტო ხიჯაკაძეს პროზექტურიდან დღეს ხარაგაულში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ.
droni.ge