LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ, ასეთმა საწარმოებმა იმუშაოს სრული დატვირთვით – ზვიად შალამბერიძე

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ, ასეთმა საწარმოებმა იმუშაოს სრული დატვირთვით – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/04/30-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელ პირებთან ერთად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ეწვია და სამუშაო პროცესს გაეცნო. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული საწარმოს მუშაობა დღეს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესია. მისივე შეფასებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ასრულებს.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რომ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ასეთმა საწარმოებმა და ყველა ორგანიზაციამ და კომპანიამ გააგრძელოს მუშაობა და იმუშაოს სრული დატვირთვით. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილებს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ ისეთ რეჟიმში, სადაც უნდა იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და უნდა იყოს მორგებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. აქ დასაქმებული თითოეული ადამიანის როლი და წვლილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წინსვლაში განსაკუთრებით ასეთ დროს და მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტზე დღეს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება, შენობებთან, დამონტაჟებულია ანტისეპტიკური მოწყობილობები, ტერიტორია სველი წესით მუშავდება. დასაქმებულები აღჭურვილები არიან რესპირატორებითა და სამედიცინო ხელთათმანებით, ყოველდღიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცესი, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სასადილოების მუშაობა დროებით შეიზღუდა და დასაქმებულთათვის საკვების მიწოდება მშრალი ულუფების სახით ხდება, დასაქმებულთა სამუშაო ადგილებამდე უსაფრთხო გადაყვანისთვის კომპანიამ დამატებით ავტოტრანსპორტი გამოყო, რაც შესაძლებლობას იძლევა, თანამშრომლებმა სოციალური დისტანცია დაიცვან.

“COVID19-ის გამო დღეს მსოფლიო და საქართველო რთული გამოწვევის წინაშე დგას. ერთის მხრივ, ქვეყანა უხილავ მტერს, ვირუსს ებრძვის, მეორეს მხრივ კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის გადარჩენა. ამ ფონზე, აუცილებელია, „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო პროცესის შეუფერხებელი და უწყვეტი მუშაობა და ჩვენ ეს შევძელით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თავდაუზოგავად მუშაობენ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს”, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. მას ამჟამად, ჯამში, დასაქმებული ჰყავს 5 000-ზე მეტი ადამიანი, ასევე 2000-მდე კონტრაქტორი პირი. დღეს კომპანიას თავისი წილით ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილი უჭირავს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში უმნიშვნელოვანესი წილი უკავია.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6527 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს სახელმწიფო ვალი 9.2 მლრდ დოლარს აჭარბებს

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.832 მლრდ დოლარს გადააჭარბა
ეკონომიკა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.121 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 158.114 მლნ დოლარით მეტია (1.8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6554 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6563 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიის, სიღნაღის და ლაგოდეხის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე თავიდან გათვალისწინებული იყო – ვასო ურუშაძე
ეკონომიკა

სიღნაღის, ლაგოდეხისა და სამტრედიის განვითარებისთვის საბაზისო-თემატური გეგმა შემუშავდება. ამის შესახებ მთავრობის მიერ გამოცემული შესაბამისი განკარგულებებიდან ხდება ცნობილი. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ „სივრცით და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს“ დაავალა: სიღნაღის, ლაგოდეხისა...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ხელფასი 2 363 ლარამდე გაიზარდა

by მეგა TV
ივნისი 16, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
ეკონომიკა

2026 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9%-ით (193.7 ლარით) გაიზარდა და 2 363.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 15, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6563 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6577 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"