მშვიდობის ბურთის ავტორი ქუთაისიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართას. ბესიკ ადამიას თქმით პარიზში 30 აპრილს მშვიდობის მონუმენტის გახსნის 20 წლის თავს აღნიშნავენ. კედელზე სიტყვა მშვიდობა 49 ენაზეა დატანილი, თუმცა სამწუხაროდ ქართულად არა. ადამიას გულის ტკივილსა და თხოვნას საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, სწორედ აღნიშნული შეცდომის გამოსწორება წარმოადგენს.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენისა და დამწერლობის წარმოჩენისთვის, მილიონობით ადამიანი ჩადის პარიზში, სტუმრობს ეიფელის კოშკს და იქვე მდებარეობს ეს ლამაზი უნიკალური შენობაც“. – ამბობს ბესიკ ადამია.









