ქუთაისის მერიასთან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის სპეციალური საშვების მისაღებად რიგი მეორე დღეა გრძელდება.
მერიის თანამშრომლები მოქალაქეების სიას ადგენენ. მათ შენობაში შესაბამისი ნორმის მიხედვით, დისტანციის დაცვით შეუძლიათ შესვლა.
მოქალაქეები ამბობენ რომ, საშვები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სჭირდებათ.
მერიასთან მოწყობილია სპეციალური ჯებირები. ადგილზე იმყოფებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.










