ქუთაისის ლაბორატორიაში 60 გამოკვლეულიდან კოვიდ-19 არც ერთს დაუდგინდა. მათ შორის იყო ანალიზები წყალტუბოდან.
ერთი პაციენტის შემთხვევაში კორონოვაირუსი სეროლოგიური კვლევებით დადასტურდა. შუახნის კაცი წყალტუბოში დაინფიცირებული დასუფთავების თანამშრომლის მეორადი კონტაქტია. ეპიდემიოლოგები მუნიციპალიტეტში კონტაქტებსა და დაინფიცირების პირველწყაროს ამ დრომდე იძიებენ.










