როგორ უმკლავდებით საკარანტინო პერიოდს? გაქვთ თუ არა შემოსავალი და საარსებო წყარო? ამ კითხვებით “მეგა ტვ”-მა ნიკეას მაცხოვრებლებს მიმართა. უმეტესად როგორც სხვაგან, ისე აქ მოქალაქეებს სამსახურის დაკარგვა და მომავალი აშფოთებთ.
განსხვავებულია ინფრატსრუქტურული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ნიკეელები ითხოვენ. ეს ნაწილისათვის ეზოში საბავშვო ატრაქციის მოწყობაში გამოიხატება, ზოგისთვისაც კი დამშრალ ონკანში. მწვავედ დგას სარდაფების დატბორვის პრობლემაც.









