აპრილის თვეში სამსახურიდან გათავისუფლებული ან უხელფასო შვებულებაში მყოფი პირები ფულად დახმარებაა 15 მაისიდან ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებენ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ „დღის ქრონიკის “ ეთერში ისაუბრა.
„ადამიანებისთვის, რომლებიც გაათავისუფლეს სამსახურიდან ან უხელფასო შვებულებაში გავიდნენ პანდემიის პერიოდში, ყველანაირი დამატებითი დამადასტურებელი საბუთის გარეშე გაიცემა გასაცემლები, 20 მაისიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. შემოსავლების სამსახური აწარმოებს ყოველთვიურად დასაქმებულთა რაოდენობის რეესტრს. მაისის თვეში დახმარება გასაცემი იქნება იმ ადამიანებზე, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს აპრილის თვეში, შემდეგ უკვე მომავალი თვეები და ასე შემდეგ“, – განაცხადა ბარკალაიამ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, როგორ აღირიცხებიან უხელფასო შვებულებაში გასული ბენეფიციარები.
„დამსაქმებელი არის ვალდებული, რომ წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახური, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შექმნის სიას, რომელსაც გადმოსცემს დასაქმების სააგენტოს და ის მოახდენს ანგარიშწორებას ამ ადამიანებთან“, – განაცხადა ბარკალაიამ










