ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის (II ეტაპი) მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და კომპენსაციის მიღების შესახებ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განმარტებები გააკეთა.
„უმოკლეს დროში შევძელით ეკონომიკური სიდუხჭირის პრევენცია, რასაც ჩვენი მოქალაქეები კორონავირუსის პანდემიის დროს განიცდიან“, – ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მან პრეზენტაციაზე ის მიზნობრივი ჯგუფები დაასახელა, რომელთაც სახელმწიფო დაეხმარება.
„სოციალურად დაუცველი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
ასევე ის ადამიანები, რომელთაც აქვთ 65 ათასიდან 100 000 ქულამდე. ისინი იღებენ 50 ლარიან დანამატს, თუმცა ამ 6 თვის განმავლობაში ეს ოჯახები მიიღებენ დახმარებას. ასევე დახმარებას მიიღებენ შშმ პირები და შშმ ბავშვები.
სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავს სამი ან მეტი შვილი და შესაბამისად მათი ეკონომიკური საჭიროება არის დიდი და მათი ქულა არის 100 ათასი, ჩვენ სოციალური დახმარების ბაზაში. ისინიც მიიღებენ დახმარებას.
ასევე დაქირავებით დასაქმებული პირები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი“, – აღნიშნა ბარკალაიამ. .










