ახლა ნამდვილად არ არის ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის დრო – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ განაცხადა. მან დღეს ბალახვანში 100 საფეხურიან კიბესთან ბრიფინგი გამართა და ბიძინა ივანიშვილის მეზობელის ბესიკ ივანაშვილის მიერ ამ ტერიტორიის სარეაბილიტაციო ტენდერში, კონკურენტების გარეშე მონაწილეობა გააპროტესტა, გიგა შუშანიამ ხელისფლებას ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“მაშინ როდესაც მთელი საქართველო და მთელიმსოფლიო ებრძვის კორონავირუსს და ამდენი მოსახლეობის ყურადღება გადატანილია ამ ვირუსთან ბრძოლაზე, ივანიშვილი და ქართული ოცნება ამ პერიოდს იყენებს საკუთარი გამდიდრებისათვის, ბიუჯეტში ხელის ფათურისათვის, 100 საფეხურიანი კიდეები და ეს პროექტი არის ამის ნათელი დადასტურება. როდესაც ორ წელიწად-ნახევარია თავი ვერ მოაბეს ამ პროექტის გამოცხადებას, მაინცდამაინც პანდემიის დროს გამოაცხადეს და აღმოჩნდა რომ კონკურენტების გარეშე ეს ტენდერი მოიგო ბესიკ ივანაშვილმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი ჭორვილაში. 2013 წლამდე ესადამიანი იყო გაჭირვებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დახმარებით ცხოვრობდა და უცებ ვინაიდან მას ბიძინა ივანიშვილის მფარველობს, აღმოჩნდა ნიჭი მშენებლობისა.
მე ხელთ მაქვს სატენდერო კომიის სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია რომ ადამიანს დოკუმენტაცია კანონების დარღვევით აქვს წარმოდგენილი, სადაც ვერ ასაბუთებს ეს ადამიანი რომ ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება აქვს, რაც მოთხოვნილი იყო ამ ტენდერით და მიუხედავად ამისა მას არ გაუწყვიტეს სატენდერო ხელშეკრულება, არამედ მისცეს ორი დღე რომ, როგორმე მოაკვარახჭინოს ეს საქმე და მოაწერიგოს დოკუმენტები.
ჩვენი მოთხოვნაა რომ სასწრაფოდ შეჩერდეს ეს ტენდერი, იმიტომ რომ, ახლა ნამდვილად არ არის ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის დრო, ახლა არის გაჭირვებულ ადამიანებზე, ქუთაისელებზეზრუნვის დრო და უფრო მეტიც, მოვუწოიდებთ ქუთაისის მერისა და საკრებულოს, კიდევ ერთხელ, შემოიტანოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი,სადაც აღარ იქნება კომფორტზე დახარჯული თანხები და ჩვენი უხეში გათვლებით, 5 მილიონამდე თანხის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი, მინიმუმ ქუთაისის ბიუჯეტში და ეს ყველაფერი მოხმარდეს გაჭირვებულ ადამიანებს, ქუთაისელ ხალხს, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობს ამ მდგომარეობის გამო.”- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის ტენდერი (NAT200006780) 3 აპრილს გამოცხაადა. საჩხერელი ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილი ერთადერთი პრეტენდენტია, რომელიც ამ დროისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჩანს. მან ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ 736 306 ათას ლარიან ტენდერში სამუშაოების შესრულებაზე თანხმობა 595 041 ლარის სანაცვლოდ დაააფიქსირა. ტენდერი შერჩევა/შესაფასების ეტაპზეა.
ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული პროექტის მიხედვით, 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები უნდა მოეწყოს, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტის და მობილურის დასამუხტი ბატარეების განთავსება იგეგმება.
როგორი იქნება განახლებული 100 საფეხურიანი კიბე – ტენდერის ღირებულება 15 000 ლარით გაიზარდა










