მოხუცებული ქალებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას დასახლებაში აფთიაქის არ არსებობა წარმოადგენს. რაც იყო ის დაიხურა, ახლა კი პენსიონერები მეზობლების კეთილ ნებაზე არიან დამოკიდებული. პრობლემა ადრეც იდგა, თუმცა საზოგადოებრივი ტარნსპორტი მოძრაობდა. ახლა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდა, რამაც გუმათის დასახლება კიდევ უფრო მოწყვიტა ისედაც შორს მდებარე ქუთაისის ცენტრს.
გარდა კორონა ვურუსით გამოწვეული პრობლემებისა, ადგილობრივებს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. გასაკუთრებით გუმათლები კანალიზაციის ქსელის არა არსებობით არიან შეწუხებულები, ეს წუხილი კი ზაფხულში კიდევ უფრო მძაფრდება. სანიაღვრე არხებზე მიშვებული ფეკალური მასები დასახლებაში არც თუ ისე სასიამოვნო სუნს აყენებს.









