LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ამ კრიზისის პერიოდში პირდაპირ ზარალდება კომპანია – ბექა ლილუაშვილი

დაპოსტა 2020/04/28-ში
94
ნახვა
გაზიარება

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმა გვაძლევს საშუალებას, რომ მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში მივეხმაროთ როგორც მოქალაქეების სოციალურ ჯგუფებს, ისე მეწარმეებს და მივცეთ მათ საშუალება, მაქსიმალურად მეტი სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ პროგრამაზე, როდესაც ქვეყანაში მძაფრი ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გადაილახება და შეგვეძლება, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით სტიმულირება მივცეთ კერძო სექტორს, ახალი გეგმების განხორციელების, საქმიანობის გაფართოების და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის მიზნით,“- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.

როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა მთავრობამ მეწარმეების ხელშეწყობის ნაწილში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა, მათ შორისაა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასის სრულად გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან, 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი ნაწილობრივ და სხვ.

„რაც შეეხება კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ ეკონომიკური სტიმულირების ნაწილს, ამის დეტალებზე უკვე მოგვიანებით შეგვეძლება საუბარი. მთავრობამ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება წარადგინა მეწარმეებზე ზრუნვის ნაწილში, მაგალითად საკრედიტო-საგარანტიო სქემა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება 750 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში სრულად, 1500 ლარის შემთხვევაში კი ნაწილობრივ. გარდა ამისა, კრიზისის პირველივე დღეებიდან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა კერძო სექტორთან, მათ შორის, საბანკო სექტორთან, რათა კომერციული სექტორისთვის გადაგვევადებინა საკრედიტო ვალდებულებები, ან მათ განეხორციელებინათ ე.წ. რესტრუქტურიზაციები. მთავრობისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება. მთავარი პრობლემა, რომელიც ქმნის საჭიროებას იმისთვის, რომ მთავრობამ იმოქმედოს არის ის, რომ ამ კრიზისს აქვს განსაკუთრებული ხასიათი – ის პირდაპირ ზარალს აყენებს კომპანიას, რადგან უმცირდება მის ხელთ არსებული ფინანსური რესურსები, რომ გააგრძელოს საქმიანობა. სწორედ, აქ შემოდის სახელმწიფო თავისი როლით და ინსტრუმენტებით, რომ მაქსიმალურად მეტი ფინანსური რესურსი მიაწოდოს კომერციულ სექტორს და ამაზეა გათვლილი ის ღონისძიებები, რომლებიც დავაანონსეთ, მათ შორის დღგ-ს დაბრუნება, საკრედიტო-საგარანტიო სქემა, სადაც სახელმწიფო იღებს გარანტიას კომერციულ მსესხებლებზე, რომ თვითონ იქნება გარანტორი, როდესაც მეწარმე იღებს სესხს, რათა გადაიხადოს ხელფასები, იყიდოს პროდუქცია და ა.შ.,“- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გაზიარება41

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
78
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
927
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1.9k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
242
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
36
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
263
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
41
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
27
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
61
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».