LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შემოდგომის ულამაზესი ფერები ქუთაისის მწვანე ბაზარში (ფოტო)

smart

აგრარული ბაზრები, რომლებიც შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ

დაპოსტა 2020/04/28-ში
A A
188
ნახვა
გაზიარება

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ,- ამის შესახებ დღეს გამართულ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლენტეხსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ამ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი ღონისძიებების შედეგად ადგილზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღო.

„სხდომაზე აღინიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის 4 300 და სოფელ ხიდისყურის 80 მცხოვრებს რამდენჯერმე ჩაუტარდა პროაქტიული თერმოსკრინინგი – ასევე, მიზნობრივი ტესტირებები ჩაუტარდა ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს.

შესაბამისად, დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებს ის რეჟიმი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით არის დადგენილი.

საბჭომ ასევე განიხილა შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის კუთხით.

აღინიშნა, რომ დღის ბოლოს ვადა ეწურება უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ორი დღის განმავლობაში მოქმედ საგამონაკლისო წესს, რომლითაც მოქალაქეებს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლის უფლება მიეცათ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაშია კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. მინისტრის განმარტებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინსპექტირება განხორციელდა ათობით საწარმოში, რომელთა უმეტესობა წესებს აკმაყოფილებს, შესაბამისად ისინი ფუნქციონირებას განაგრძობენ. ის საწარმოები კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, განმეორებით შემოწმდებიან.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს გამართავს. პირველ პრეზენტაციას ფინანსთა სამინისტრო დღეს წარადგენს, რომელზეც მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა, თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი.

აქტიურად გრძელდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობისა და უწყვეტობის კონტროლი და კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში ხორციელდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე მიმდინარეობს შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა. მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 511 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 156 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5085 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველოს ხელისუფლებამ კოვიდ19-თან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება განსაზღვრა. ამ მიზნით, პირველივე დღიდან, ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ თუ ეკონომიკურ, ისე მოქმედი რეგულაციების მიზნობრიობისა და საჭიროების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით მიეწოდება. მთავრობის საკომუნიკაციო არხებს კიდევ ერთი ახალი პროდუქტის დაემატა – საინფორმაციო ბარათი ქვეყანაში Covid 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. საინფორმაციო ბარათი, რომელიც ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას მოიცავს, გამოქვეყნდება მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge.

გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის StopCoV.ge-ის სიახლეების მიღება მოქალაქეებს სატელეფონო აპლიკაცია ტელეგრამის არხითაც შეუძლიათ. აპლიკაცია ტელეგრამის მომხმარებლები შეძლებენ, ახალი არხის მეშვეობით როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში COVID-19-ის გავრცელების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"