ქუთაისის მერიაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამუშაოებისათვის საშვების გაცემის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პროცესი მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი გახდა. როგორც ისინი განმარტავენ საკითხი დროში გაწელილია და ისინი გადაადგილებისათვის ნებართვის მიღებას დღეები ელოდებიან. საკითხთან დაკავშირებით მერიამ იმერეთის სამხარეო ადმინიტრაციაში გადაგვამისამართა,
“მეგა ტვ”-ის გადამღებ ჯგუფს განუმარტეს რომ განცხადებებს სპეციალური საბჭო განიხილავს, რასაც დრო სჭირდება, მიმართვების დიდი რაოდენობა კი საკითხს კიდევ უფრო ართულებს და დროში წელავს.









