ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამივე ე.წ. „თერჯოლის კლასტერიდანაა“. ისინი საავადმყოფოდან დღეს გაეწერებიან.
ამასთან, დღეს ქუთაიისის ინფექციურში ორ ახალ პაციენტს სოფელ ღვანკითიდან ელოდებიან. მათ ვირუსი სეროლოგიური კვლევებით დაუდასტურდათ. პაციენტები სოფლიდან კატასტროფის ბრიგადებს გადმოჰყავთ.
კლინიკაში ამ ეტაპზე 24 პაციენტი მკურნალობს. მათგან მძიმე და კრიტიკული არც ერთი პაციენტი არ არის.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.










