იმერეთში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, დღეს ჩატარებული 45 ანალიზიდან იმერეთში კორონავირუსზე ყველაზე პასუხი უარყოფითია.
„რაც შეეხება ბაღდათს, ჩვენ გუშინ უკვე დავიწყეთ ინფიცირებულის კონტაქტების მოკვლევა და დღეს მოხდა სკრინინგი, გასაუბრება და ა.შ. ახალგაზრდა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და დაინფიცირდა ქობულეთში, რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ბაღდათში და ვისთანაც მას ქონდა კონტაქტი, ყველა თვითიზოლაციაშია და ორი გადაყვანილია კარანტინში”, – განაცხადა „იმედის” ეთერში ჩართვისას სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე თქმით, ეს არ არის მასშტაბური შემთხვევა და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.