ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. უკვე ცნობილია ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ.
ეს ჯგუფებია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.
დოკუმენტის თანახმად, უსიმპტომო პირებს უტარდება სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით,პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.
გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტს, რომებსაც სპეციფიური სიმპტომები აქვთ.
„ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:
თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო
კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ
COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;
~სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები,
რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის
(კარანტინი) განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის
დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;
სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან;
პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან
მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით)“- წერია დოკუმენტში.
საქართველოში კორონავირუსი 214 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.










