გოგი წულაიამ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სურსა-სანოვაგე რამდენიმე ოჯახს მიუტანა. ეს ის ოჯახებია რომლებსაც სოციალური დახმარება არ აქვთ და შესაბამისად სახელმწიფო უწყებებიდან არანაირ შემწეობას არ იღებენ. ქველმოქმედებაში რიგითი ადამიანებიც ჩაერთნენ, სწორედ მათი, მაია როხვაძისა და ნოდარ კაცაძის ფინანსური მხარდაჭერით შედგა აქცია.
ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოს მთიან რეგიონებში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მთიან რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს. ზოგიერთ...









