საჩხერის სამედიცინო ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან სამ საეჭვო პაციენტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში იმ ათ მედიკოსს ჩაუტარდება განმეორებითი ტესტირება, რომლებსაც დაინფიცირებულ ინფექციონისტთან ჰქონდათ უშუალო კონტაქტი.
საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება კოვიდ-19 ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ერთ-ერთს. თუ ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან მეოთხე გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
ამ დროისთვის სამივე დაინფიცირებულის ჯანმრთობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.










