რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვითი სუნთქვის აპარატიდან ორი პაციენტი მოიხსნა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეისთვის კლინიკაში 50 პაციენტი იმყოფება. მათგან ორი კრიტიკული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. პაციენტები თავს გრძნობენ კარგად. მინდა აღვნიშნო ერთი სასიხარულო ფაქტი. ეს ორი პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატზე აღარ არის და მხოლოდ ვენტილაციაზე იმყოფება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ“, – განაცხადა კლინიკურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, 10-ზე მეტი პირის კორონავირუსის ტესტებზე პასუხი უარყოფითი იყო. დღის ბოლომდე კიდევ 20 პაციენტის ტესტირების პასუხებს ელოდებიან.










