ხარების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა მრევლს მიმართა.
მეუფე დავითმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა. როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, მოქალაქეობრივი ვალის შესრულება აუცილებელია, თუ ეს რწმენას არ ეწინააღმდეგება.
“ეს დღეები მუდმივად ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე. რა თქმა უნდა, წესები, როგორც მოქალაქეების ვალია, უნდა დავიცვათ, მაგრამ რწმენას არ უნდა ვუღალატოთ. დადგენილი მოთხოვნები ვცდილობთ, რომ დავიცვათ,” – აღნიშნა ქადაგებისას მეუფე დავითმა.
ასევე ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში, მღვდელმსახურები მზად არიან, მრევლის წევრებს ზიარებისთვის სახლში მიაკითხონ.
“ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას, სამღვდელოება მზად არის მივიდნენ, აღსარებაც მოისმინონ და წესისამებრ აზიარონ კიდეც,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა დავითმა.