ბრიტანეთში 99 წლის ქალი კორონავირუსისგან 5 დღეში განიკურნა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. ქალი განკურნების მიზეზად ტკბილეულის სიყვარულს ასახელებს.
რიტა რეინოლდს კორონავირუსის სიმპტომები მარტის ბოლოს გამოუვლინდა. ის გრძნობდა სისუსტეს, მადის დაქვეითებას და უჭირდა სუნთქვა.
ექიმებმა მას კორონავირუსის ინფექცია დაუდგინეს. მათი პროგნოზი არ იყო საიმედო. მედიკოსებმა ის კლინიკაშიც კი არ გადაიყვანეს და მკურნალობა სახლში დაუნიშნეს.
დიაგნოზიდან ხუთი დღის შემდეგ სამედიცინო კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 99 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა.