დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ნუგზარ ზუმბაძე პანდემიის დროს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სიტემის მზაობას ხუთბალიანი სისტემიდან 3 ქულით აფასებს, საქართველოს კი – 5 ქულით. ამ საკითხზე მან „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
ნუგზარ ზუმბაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მოსახლეობს, რომელიც პანდემიის გამო შემოღებულ წესებს იცავს.
„საბედნიეროდ პატარა ქვეყნებს უფრო უადვილდებათ იზოლირების კონტროლი. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მოსახლეობას, რომელიც ამ წესებს ყურადღებას აქცევს და სახლში რჩება. ეს არის ყველაზე გამართული და 100-%-იანი „მედიკამენტი“, რომელიც ამ ვირუსს ნამდვილად უხდება“, – აღნიშნა ექიმმა ნუგზარ ზუმბაძემ.