იმის გამო , რომ საჩხერის საავადმყოფოს ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის სავარაუდოს ასამდე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება.
საავადმყოფოს დირექტორი მიხეილ ქამუშაძე აცხადებს, რომ ისინი ტესტების შედეგებსელოდებიან და კლინიკას არ ტოვებენ.
“ეკიპირება გვქონდა, მარაგიც გვაქვს, [ექიმი] ეკიპირებული შედიოდა [პაციენტებთან] ზუსტად ვიკვლევთ, რომელი პაციენტისგან ან რა შემთხვევის გამო შეიძლება დაინფიცირებულიყო”, – ამბობს ქამუშაძე.
საჩხერეში COVID-19-ით ინფიცირებულ 3 პაციენტს მკურნალობენ.