LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს – ზვიად შალამბერიძე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს – ზვიად შალამბერიძე

დაპოსტა 2020/04/01-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საწარმოო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. სამუშაო პროცესი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ კომპანიის მენეჯმენტსა და ჭიათურის მერთან, გივი მოდებაძესთან ერთად, პირადად დაათვალიერა. მათ შორის “ფაბრიკა 29”-ს, “ითხვისისა” და “დარკვეთის” მაღაროებს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო, თუ რამდენად არის დაცული კომპანიის ობიექტებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ისეთი კომპანიების მუშაობა, როგორიც “ჯორჯიან მანგანეზია”, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, კომპანია მაქსიმალურად ზრუნავს თავის დასაქმებულებზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციას ასრულებს.

“ასეთი კომპანიების მუშაობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი მუშაობა არ შეფერხდეს. თავისთავად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა ის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს, რაც დასაქმებულთა უსაფრთხოებას, მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა პირობა იყოს დაცული”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

“ჯორჯიან მანგანეზის” საოპერაციო დირექტორის, მერაბ ლომინაძის თქმით, შესაბამისი აღჭურვილობა – რესპირატორები და ხელთათმანები – კომპანიის ყველა თანამშრომელს დაურიგდა. მისივე განმარტებით, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ტარდება.

“დარიგებულია პირბადეები, ყველა საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტი სველი წესით მუშავდება, ასევე გამოყოფილია დამატებით სამარშუტო ტაქსები, რათა კომპანიაში დასაქმებულთა გადაადგილება შეუფერხებლად მოხდეს. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები, როგორი ეფექტურიც იყო დღემდე, ასევე გაგრძელდება. ქვეყანა კი მცირე პერიოდში დაძლევს ამ გამოწვევას”, – განაცხადა ლომინაძემ.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

ნალექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:   უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.   თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ენერგიული და შედეგიანი იქნება. კარგი დროა მნიშვნელოვანი საქმეების დასაწყებად და გადაწყვეტილებების მისაღებად. პირად ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე დაგჭირდებათ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა...

დაწვრილებითDetails

მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ. ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს. ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე...

დაწვრილებითDetails

საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში – ავტომობილი დედა-შვილი დაეჯახა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში ავტომობილი დედა შვილს დაეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმა რომ ორივე დაიღუპა, თუმცა როგორც ცნობილია ავარიას დედა ემსხვეროლა, 3 წლის ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია. ,,საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში. ჭავჭავაძის გამზირზე დედა...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია – გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალი
მთავარი

ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – არიან დაშავებულები

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
მძიმე ავარია – არიან დაშავებულები
მთავარი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე. ერთმანეთს „ტოიოტას“ მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

დაწვრილებითDetails

პოლიციელს, რომელიც არასრულწლოვან გოგოზე ძალადობდა პატიმრობა შეეფარდა – “საფარი”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
გორში შსს-ს მაღალჩისნოსნებმა  რესტორანში იჩხუბეს – კონფლიქტში ქურდები ჩარიეს
მთავარი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" განცხადებით, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და პატიმრობიდან გათავისუფლებული, ბავშვზე მოძალადე პოლიციელი დამნაშავედ ცნო.   ორგანიზაციის ცნობით, საქმე ეხება პოლიციელის მხრიდან არასრულწლოვანი გოგონას მუდმივ...

დაწვრილებითDetails

ცნობილია რა ეღირება დოლარი და ევრო

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

13 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა.   ამასთან, ეროვნული...

დაწვრილებითDetails

“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება”
მთავარი

ჭიათურის სოფელ შუქრუთს ახალი უბედურება ემუქრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი "ჭიათურა"  წერს. "მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანგანუმის ფართომასშტაბიან მოპოვებას ცდილობენ 2026 წელს გაცემული ნებართვით კომპანია და სისტემა. სოფლის მოსახლეობა...

დაწვრილებითDetails

თუ ვინმეს დროებით სთხოვეს ტაძრიდან გასვლა ბავშვის დასამშვიდებლად, ეს არ ნიშნავს ადამიანის ეკლესიიდან განდევნას – მიტროპოლიტი ანტონი

by მეგა TV
ივლისი 13, 2026
0
“დედა თავისი პატარა შვილით ტაძრიდან გააგდო” – რა მოხდა ბაღდათის ტაძარში
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, მეუფემ წირვის მიმდინარეობისას ბავშვს ხმაურის გამო უსაყვედურა. "გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომელიც გამიზნულია აშკარა დისკრედიტაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"