LIVE TV
შაბათი, თებერვალი 21, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-თეონა დოლენჯაშვილი

დაპოსტა 2020/03/27-ში
159
ნახვა
გაზიარება

ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – განაცხადა ფონდ “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” დამფუძნებელმა – თეონა დოლენჯაშვილმა.

,,საბერიოს კლინიკაში ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი ნამდვილად პირველი იყო და ამას ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის რაიონი ღვთის ანაბარადაა მიტოვებული. იქაურ კლინიკებში ელემენტარული საჭიროების ნივთებიც არ აქვთ, მით უფრო, ასეთ მძიმე და კრიზისულ პერიოდში, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან სამედიცინო ინვენტარზე. ძალიან მიხარია, თუ ჩვენი ხელისუფლება ამას ახლა მაინც დაუთმობს სათანადო ყურადღებას და თუნდაც თავისი პოლიტიკური ოპონენტების აქტივობების გადასაფარად გააკეთებს რამე მნიშვნელოვანს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა მომავლისთვის”, ეს დახმარება არ ყოფილა პირველი. ჩვენ აქამდეც ბევრი რამ გაგვიკეთებია აფხაზეთისთვის, იმავე ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მაგრამ არასდროს არ გაგვიხმოვანებია. მე მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება საქველმოქმედო ფონდში შემომწირველი – ოცნების, ნაციონალების, თუ ლელოს მხარდამჭერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწირულობა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და ეს ღიად განვაცხადეთ. ასე ვეტყვით მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეს შემოუერთდება, რადგან ეს ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას. პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენ არ გვჭირდება – პოლიტიკურ ქულების დაწერას,  სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო ცდილობს, როდესაც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების მსურველთა კრიტიკას ახლა ასეთ რთულ დროს იწყებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გახმოვანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, გვეთქვა, რომ ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია, რომ ამ ადამიანებს ახლა დახმარება სჭირდებათ და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია გვიკავშირდება და გვეკითხება, რითი შეძლებენ დახმარებას თავადაც. გარდა ამისა, პრობლემა შეგვექმნა ე.წ. საზღვარზეც. მაშინ, როდესაც აფხაზური საგუშაგო გახსნილი იყო ამ ტვირთის მისაღებად, ქართული რატომღაც ჩაკეტეს… იმედია, ასეთ დროს პოლიტიკოსიც, მესაზღვრეც, ექიმიც  თუ თითოეული რიგითი მოქალაქეც ერთად დადგება და საერთო საქმეს ერთიანი ძალისმხევით გააკეთებს’’ –  განაცხადა “მომოს” დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

თეგები: თეონა დოლენჯაშვილიმიმო
გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს

თებერვალი 21, 2026
14
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს ქუთაისში, ბაღდათსა და ვანში 3 პირი დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი...

დაწვრილებითDetails

ცნობილი იტალიელი დიზაინერის შვილი საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა

თებერვალი 21, 2026
149
მთავარი

საქართველოში მომხდარმა ტრაგიკულმა უბედურმა შემთხვევამ  20 წლის ტურინელი პიეტრო ბალარინის სიცოცხლე შეიწირა. ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად თხილამურებით სრიალისას მთაში დაეცა და გარდაიცვალა. პიეტრო ბალარინი ცნობილი იტალიელი მეწარმის, ლუკა ბალარინის ვაჟი...

დაწვრილებითDetails

“ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა”- რა საფრთხეზე წერენ მოქალაქეები ქუთაისში

თებერვალი 21, 2026
172
მთავარი

"გუშინ 17. 30წთ-ზე გამოვედი სამსახურიდან. სახლში წასვლას ვაპირებდი, მაგრამ შევედი მუზეუმის წინ მდებარე სალონში. უცებ ჩამონგრევის ხმა მოგვესმა . ერთი ახალგაზრდა ბიჭი პირჯვარს იწერდა. ღმერთმა გადაარჩინა, ოდნავ ასცდა კარნიზის ეკლარის...

დაწვრილებითDetails

ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად- ფარცხალაძე

თებერვალი 21, 2026
14
მთავარი

საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს – ყველაფერს გავაკეთებ ქართველ და რუს ერებს შორის ძმური ურთიერთობების გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ – ფარცხალაძემ რუსულ...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

თებერვალი 21, 2026
447
ამინდი

21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხოლო 23 თებერვალს გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   თბილისში...

დაწვრილებითDetails

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

თებერვალი 21, 2026
439
მთავარი

ვერძი   ახლა სიჯიუტე და საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასება წაგებიანია. იმოქმედეთ ფრთხილად, რათა უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. არც დასვენებისთვის დროის გამონახვა დაგავიწყდეთ.   კურო   ყოველგვარ გაუგებრობებს იოლად მოაგვარებთ, როგორც...

დაწვრილებითDetails

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, „კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძეა

თებერვალი 20, 2026
67
მთავარი

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებისთვის დაკავებული პირი, სავარაუდოდ, ივანე გოგლიძეა, რომელიც იკავებს ხელმძღვანელის პოზიციას კომპანიებში „ბატონო” და "კულა". ინფორმაციას Bpn.ge ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული...

დაწვრილებითDetails

იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ მასწავლებელს ბრალდება წარედგინა

თებერვალი 20, 2026
712
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

დაუყოვნებლივ შეჩერდეს დემონტაჟი და დაიწყოს შესწავლა – სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მერს მიმართავს

თებერვალი 20, 2026
461
მთავარი

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე, ყოფილ "საგუბერნიო ციხეში" დემონტაჟის პროცესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოება, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ერემეიშვილს მიმართავს. გთავაზობთ ტექსტს სრულად რომელიც თვითმმართველობის კანცელარიაში უკვე ჩაბარდა. "მოგმართავთ ქ. ქუთაისში, ტაბიძის ქუჩა...

დაწვრილებითDetails

საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ მათთან, ვინც თავად მომართავენ თხოვნით და მოინანიებენ – პროკურატურა

თებერვალი 20, 2026
53
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციაზე, რომ ბრალდების მხარემ „4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა“ განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».