იმერეთის რეგიონში მერებმა, საკრებულოს წევრებმა და საჯარო მოხელეებმა „რა? სად? როდის?“ ითამაშეს – ინფორმაციას იმერეთის მხარე ავრცელებს.
მათი ცნობით რეგიონის მასშტაბით საჯარო მოხელეებს შორის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“ დაიწყო და მასში მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
,, რა? სად? როდის?” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3 ეტაპად გაიმართება და 8 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.










