LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-თეონა დოლენჯაშვილი

სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე-თეონა დოლენჯაშვილი

დაპოსტა 2020/03/27-ში
A A
162
ნახვა
გაზიარება

ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – განაცხადა ფონდ “მოძრაობა მომავლისთვის (მომო)” დამფუძნებელმა – თეონა დოლენჯაშვილმა.

,,საბერიოს კლინიკაში ჩვენი ჰუმანიტარული ტვირთი ნამდვილად პირველი იყო და ამას ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გალის რაიონი ღვთის ანაბარადაა მიტოვებული. იქაურ კლინიკებში ელემენტარული საჭიროების ნივთებიც არ აქვთ, მით უფრო, ასეთ მძიმე და კრიზისულ პერიოდში, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან სამედიცინო ინვენტარზე. ძალიან მიხარია, თუ ჩვენი ხელისუფლება ამას ახლა მაინც დაუთმობს სათანადო ყურადღებას და თუნდაც თავისი პოლიტიკური ოპონენტების აქტივობების გადასაფარად გააკეთებს რამე მნიშვნელოვანს ამ მიმართულებით.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია “მოძრაობა მომავლისთვის”, ეს დახმარება არ ყოფილა პირველი. ჩვენ აქამდეც ბევრი რამ გაგვიკეთებია აფხაზეთისთვის, იმავე ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან, მაგრამ არასდროს არ გაგვიხმოვანებია. მე მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ვარ და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება საქველმოქმედო ფონდში შემომწირველი – ოცნების, ნაციონალების, თუ ლელოს მხარდამჭერი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შემოწირულობა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა და ეს ღიად განვაცხადეთ. ასე ვეტყვით მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეს შემოუერთდება, რადგან ეს ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებაზე მაღლა დგას. პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენ არ გვჭირდება – პოლიტიკურ ქულების დაწერას,  სამწუხაროდ, ჩვენი სამინისტრო ცდილობს, როდესაც ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმის კეთების მსურველთა კრიტიკას ახლა ასეთ რთულ დროს იწყებს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა გახმოვანდა მხოლოდ იმიტომ, რომ მაგალითი მიგვეცა სხვებისთვის, გვეთქვა, რომ ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია, რომ ამ ადამიანებს ახლა დახმარება სჭირდებათ და ამან ნამდვილად გამოიღო შედეგი. უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია გვიკავშირდება და გვეკითხება, რითი შეძლებენ დახმარებას თავადაც. გარდა ამისა, პრობლემა შეგვექმნა ე.წ. საზღვარზეც. მაშინ, როდესაც აფხაზური საგუშაგო გახსნილი იყო ამ ტვირთის მისაღებად, ქართული რატომღაც ჩაკეტეს… იმედია, ასეთ დროს პოლიტიკოსიც, მესაზღვრეც, ექიმიც  თუ თითოეული რიგითი მოქალაქეც ერთად დადგება და საერთო საქმეს ერთიანი ძალისმხევით გააკეთებს’’ –  განაცხადა “მომოს” დამფუძნებელმა თეონა დოლენჯაშვილმა.

თეგები: თეონა დოლენჯაშვილიმიმო
გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ – მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა...

დაწვრილებითDetails

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა – ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოში ვითარება არ შეცვლილა – ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს
მთავარი

ადგილზე ვითარება არ შეცვლილა - ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4  მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

ძამას ხეობაში, ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავარდა – როგორია დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ძამას ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.  დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ამ მორიგ გადაგდებას არ აიტანენ – პოლიტიკოსები ელჩების განცხადებაზე
მთავარი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც 12 ოქტომბერს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

12 ოქტომბერს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს ღირსისა ონოფრე გარეჯელისა, საკვირველთმოქმედისა (ერისკაცობაში ოთარ მაჭუტაძე). ღირსი ონოფრე გარეჯელი (XVIII საუკუნე). იგი იყო ქართველი აზნაური, რომელიც უარყო სოფლის დიდება და გარეჯის უდაბნოში შევიდა სამოღვაწვოდ....

დაწვრილებითDetails

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე აქტიურობითა და ახალი შესაძლებლობებით იქნება სავსე. იმოქმედეთ თავდაჯერებულად, თუმცა მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.   კურო   ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებსა და პირად ურთიერთობებზე ზრუნვისთვის. მოთმინება სასურველ შედეგს მოგიტანთ....

დაწვრილებითDetails

12 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 12, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში უმეტესად უნალექოდ. საქართველოში იქროლებს...

დაწვრილებითDetails

ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
ქართველ ემიგრანტებს ბანკმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა
მთავარი

ავ­სტრი­ა­ში, ქა­ლაქ ზალცბურ­გში ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ბან­კმა 12 000 ევ­როს ნაც­ვლად 120 000 ევრო შეც­დო­მით გა­დას­ცა - მათ ფული უკან და­აბ­რუ­ნეს: "12 000 ევრო მო­ვი­თხო­ვეთ, რომ ბან­კში მო­ე­ცათ. დაგ­ვით­ვა­ლეს და გა­მოგ­ვა­ტა­ნეს.მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

„რატომ ქრება აფთიაქებიდან ბიუჯეტური წამლები?“

by მეგა TV
ოქტომბერი 10, 2026
0
“მედიკამენტების ფასები რიგ შემთხვევაში 10-ჯერ გაიაფდა” – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

"ვფიქრობ ამ თემას თქვენი დახმარება ესაჭიროება, რათა მედიის ავტორიტეტით გახმაურდეს პრობლემა, რომელსაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პერიოდულად განიცდის. ეს გახლავთ წამლების დეფიციტი, რომელიც განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში გვაგდებს მედიკამენტებზე დამოკიდებულებს, პრობლემა ახალი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"