LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

დაპოსტა 2020/03/26-ში
A A
290
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება:

“ჩვენ, მართლამდიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყეთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები – კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.
უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათბელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამინის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.

1. რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფალის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).

2. ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება უპირველეს ყოვლისა მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.

3. თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ.” – ნათქვამია განცხადებაში.

სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი

იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი

დეკანოზი ლევან მათეშვილი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი

დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე

დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე

მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია

მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე

მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი

მღვდელი ალექსი აბულაშვილი

მღვდელი მირიან მესხაძე

მღვდელი გრიგოლ ჭეჟია

დიაკონი გიორგი ღიბრაძე

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა

თეოლოგები:

თამარა გრძელიძე

თამარ გოგუაძე

ლევან ბუკია

შოთა კინწურაშვილი

გიორგი გეგუჩაძე

გიორგი ხუბულური

მიქაელ ბაქრაძე

საბა კევლიშვილი

ეკა ჭყოიძე

ვლადიმერ წითლიძე

კახა კურტანიძე

(ხელმომწერთა სია ღიაა და წერილის ავტორები ელოდებიან სხვათა პასუხს).

გაზიარება136

დაკავშირებული -პოსტები

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი
მთავარი

ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა - მძიმედ დაშავდა სამი პირი - ინფორმაცია მთავარი ავრცელებს.  შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა"ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა...

დაწვრილებითDetails

„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა
მთავარი

თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა. მათი ცნობით, არასრულწლოვანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

რომელ დაავადებებზე გაიზარდა ყველაზე მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური...

დაწვრილებითDetails

საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოში გაუჩინარებულ ცნობილ ტაილანდელ ვლოგერს ეძებენ
მთავარი

ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ტა­ი­ლან­დელ იუ­თუ­ბერს, ლუნ სო­ლოს ეძებს. რო­გორც ტა­ი­ლან­დუ­რი მე­დია წერს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტო მოგ­ზა­უ­რობ­და და კონ­ტენტს იღებ­და. ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში კი ოჯა­ხი კონ­ტაქტს ვერ ამ­ყა­რებს. ინ­ფორ­მა­ცია ფე­ის­ბუქ­ზე კლო­სე...

დაწვრილებითDetails

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

აბიტურიენტებისათვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი...

დაწვრილებითDetails

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან
მთავარი

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან - 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც,...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"