დაუდგენელმა დრონმა დღეს დილით ლატვიის საჰაერო სივრცე მცირე ხნით დაარღვია, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების განცხადებაშია აღნიშნული.
სამხედრო უწყების ცნობით, საპასუხოდ, ნატო-ს გამანადგურებლები და ჩამჭრელი დრონი ჰაერში განალაგეს.
ამასთან, აღმოსავლეთ ლუდზას მუნიციპალიტეტისთვის გამოცხადდა გაფრთხილება საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ, რომელიც მალევე გაუქმდა.
გარდა ამისა, გაუქმდა დაბალი საფრთხის დონის გაფრთხილებაც, რომელიც ლუდზას ჩრდილოეთით მდებარე ბალვის მუნიციპალიტეტისთვის გამოცხადდა.
გაფრთხილებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთის ლენინგრადის ოლქში დრონებით თავდასხმას იგერიებდნენ.
ცნობისთვის, პოლონეთმა სამშაბათს მოსკოვი საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევაში დაადანაშაულა; პოლონეთის განცხადებით, რუსულმა სადაზვერვო დრონმა საზღვარი მცირე ხნით გადაკვეთა.









