LIVE TV
პარასკევი, ნოემბერი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

თურქ კოლეგასთან საუბარი არ ჩამიწერია და ჩანაწერი რომ მქონოდა, ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი – სულხან თამაზაშვილი

დაპოსტა 2026/11/27-ში
0
ნახვა
გაზიარება

მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც გუშინ აგვარიდა ძალიან დიდ საფრთხეს, მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვა თავი საპოლიციო ღონისძიებას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ბათუმში საფეხბურთო მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან თავის თურქ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რომ ჩანაწერი გაეკეთებინა, ბევრად საინტერესო ნაწილს გაავრცელებდა, სადაც მან თავის კოლეგას თურქი გულშემატკივრების პროვოკაციულ ქმედებებზე მიუთითა.

„ჩვენი ამოცანა იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ვთვლი, რომ ძალიან ღირსეულად გაართვეს თავი ამ ამოცანას ბიჭებმა და მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ღონისძიებების ფარგლებში გდდ-ს 4-მა თანამშრომელმა მიიღო, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაზიანებას და ვუსურვებ მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ჩანაწერთან დაკავშირებით, ჩემდა გასაკვირად, მეც მოვუსმინე ამ ჩანაწერს. მე ვადასტურებ, ჩემს კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი. რა თქმა უნდა, მე არ ჩამიწერა ჩვენი საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი და აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემს კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ ინფორმაცია გვქონდა უკვე დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში, სოციალურ ქსელებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც იყო ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი და რაზეც ჰქონდა ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ყველა შესაბამისი ჩინოვნიკი, გინდა ფედერაციიდან, გინდა სახელმწიფო უწყებებიდან, უნდა გადადგეს!” – ნიკა გვარამია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას ხელი შეუწყვეს; უმძიმესი დაპირისპირება (ჯერ რომ არ ყოფილა, იმ მასშტაბის) „აადუღეს“ ევროკავშირის შემდეგ ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს მეზობელთან. საქართველო ივანიშვილის და...

დაწვრილებითDetails

“„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე ” – გრიგოლ გეგელია

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული - მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის...

დაწვრილებითDetails

” ქმედება, რაც საზოგადოებამ იხილა, ადეკვატურად პასუხგასაცემი იყო პოლიციის მხრიდან” – დავით მათიკაშვილი ბათუმში მომხდარზე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქმედება, რომელიც საზოგადოებამ იხილა, იყო ადეკვატურად პასუხგასაცემი პოლიციის მხრიდან, რაც კანონის სრული შესაბამისობით განხორციელდა, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში, საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და...

დაწვრილებითDetails

“ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა” – ლევან სანიკიძე

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ერთ დროს სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ვარსკვლავი საქართველო დღეს ყველასთვის დაბალი ღობე გახდა - მართლა „კოსტაიას“ ქვეყნად გვაქცია - ელარჯის წელვითა და ლაქუცით, - ასე ეხმაურება 26 ნოემბერს, ბათუმში,...

დაწვრილებითDetails

” საზღვარზე 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერის ჩამორთმევა და ამოღება მოხდა ” -შს მინისტრი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში აღკვეთილი იქნა ბანერების შემოტანა ქვეყანაში. დაახლოებით, 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსის ბანერი, მათ შორის, ზოგი ძალიან დიდი ზომის, იქნა ამოღებული და ჩამორთმეული - ეს ინფორმაცია გავუზიარე...

დაწვრილებითDetails

კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს – კახა ხაზარაძე

ნოემბერი 27, 2026
0
ეკონომიკა

კომუნიკაციის გარეშე რომ იღებ გადაწყვეტილებებს და ორ კვირაში ძალაში შეგაქვს, სად აქვს ბიზნესს დამატებითი თანხების მობილიზების შესაძლებლობა? კონტეინერები საბაჟოზე მაქვს და 400 ლარის ნაცვლად, უცებ, 10 000 ლარის გადახდა მიწევს,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტ აბრაამს 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ – წმინდა სინოდის წევრს 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) 29 ნოემბერს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. წმინდა სინოდის წევრი, 1-ელ დეკემბერს ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი...

დაწვრილებითDetails

თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა – სულხან თამაზაშვილი

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს - როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა. თამზაშვილი...

დაწვრილებითDetails

პირდაპირ ეთერში ძალადობენ პოლიციელებზე და ამ ადამიანებს არ იჭერ სისხლის სამართლის წესით, ორმაგი სტანდარტია – აქციაზე დაკავებულების ადვოკატები

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ბათუმში მომხდარ დაპირსპირებაში მონაწილე თურქი ქომაგების იზოლატორებიდან გაშვებას უფლებადამცველები ორმაგ სტანდარტად მიიჩნევენ. ისინი პარალელს აკეთებენ თბილისში მომხდარი მოვლენების დროს დაკავებულებზე და ამბობენ, რომ რეაგირება განსხვავდება იმ შემთხვევებისგან, როდესაც საქმე ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ, ან...

დაწვრილებითDetails

ქსკ ლანჩხუთი: ფედერაცია სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული ფეხბურთელი ქალის და ჩვენი კლუბის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს

ნოემბერი 27, 2026
0
მთავარი

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) კლუბსა და მოთამაშეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კლუბის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადების მიხედვით, სფფ სადისციპლინო კომიტეტისგან მოითხოვს პირობით დისკვალიფიკაციას და 24-თვიან საგამოცდო ვადას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».