LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით?” – დავით ფეიქრიშვილი პროკურორს

დაპოსტა 2026/11/26-ში
0
ნახვა
გაზიარება

მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან?, – ამის შესახებ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში მყოფმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან საქმის პროკურორს, დავით დევიძეს კითხვით მიმართა, თუ რატომ აუკრძალა მან გარე სამყაროსთან კომუნიკაცია და ამის ნება რატომ მისცა მაშინ, როცა ის ციხეში აწამეს.

„პროკურორთან მაქვს შეკითხვა. ციხეში ჩემი წამება მოხდა 4 დღის განმავლობაში. რაღაც შედეგი დაიდო, მაგრამ კვალიფიკაციას არ ვეთანხმები.

პროკურორმა 2 თვით ამიკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.

პროკურორს მინდა ვკითხო, 19 ოქტომბერს, ჩემი წამების ერთ-ერთ დღეს, პროკურატურისთვის არ მიმიმართავს [დარეკვის თხოვნით] არც მე და არც ჩემს ოჯახს, არც მედიის მეშვეობით არ გაჟღერებულა ინფორმაცია. რის საფუძველზე მომეცით უფლება რომ დამერეკა ოჯახთან? თუ თქვენ არ გადაგიწყვიტათ, ვინ გადაწყვიტა?”,- განაცხადა ფეიქრიშვილმა, რის საპასუხოდაც პროკურორმა განმარტება გააკეთა.

„დღევანდელი სხდომა არ ითვალისწინებს იმ რეჟიმს, რომ პროკურორმა გიპასუხოთ, მაგრამ გიპასუხებთ. როდესაც დედათქვენმა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, გადაწყვეტილება მივიღეთ, უფლება მოგვეცა, რომ ოჯახის წევრთან დაგერეკათ”,- უპასუხა ფეიქრიშვილს დავით დევიძემ.

ბრალდებულმა მას უთხრა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

„ეს არის სიცრუე. ჩემს ოჯახს არც მედიის საშუალებით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, მეორე დღეს მოხდა მედიის საშუალებით ინფორმაციის გაჟღერება. პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხმალაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.

პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით.

მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?”, – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მას მოსამართლემ მოუწოდა, შესავალი სიტყვის ფარგლებში ესაუბრა. მანვე დააზუსტა, აღიარებდა თუ არა ის ბრალდებას.

“არ ვაღიარებ, შეთითხნილი ბრალდებაა. 4 დღე მაწამებდნენ და ახლა მიდის ჩაფარცხვა. რას ელოდებით? თეთრაძის განაჩენის რის საფუძველზეა, პატიმრების ჩვენებების არა?”,- განაცხადა ფეიქრიშვილმა, მას მოსამართლემ სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცა.

ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილი და ალექსნადრე ჩაფოძე 2026 წლის სექტემბერში დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილს ბრალი დაუმძიმდა და ის მის ძმასთან, გიორგი ფეიქრიშვილთან ერთად ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლითაც, რაც დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს.

დავით ფეიქრიშვილს ბრალდებულის გარდა, დაზარალებულის სტატუსიც აქვს. კერძოდ კი, დაკავებიდან მალევე, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიღებული დაზიანებებით ის კლინიკაში იყო მოთავსებული. ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი 7 პირს, მათ შორის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე კაწროს, შოთა ყიფიანს, დავით კაჭარავას, პავლე გოცირიძეს, ასევე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძესა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, რამაზ ფირცხალავას წაუყენეს.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში...

დაწვრილებითDetails

“ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა” – დავით მათიკაშვილი

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ევროპარლამენტში დებატი ცარიელ დარბაზში გაიმართა - ამ ტყუილები დაჯერება თვითონ ევროპარლამენტშიც აღარ სურთ, ამიტომ უწევთ მათ ცარიელ დარბაზში საკუთარ თავთან საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს

ნოემბერი 26, 2026
0
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „დიალოგი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანს, დეკემბერში განსაკუთრებული წარმატება ელის

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

2026 წლის დეკემბერი ზოდიაქოს სამი ნიშნის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თვის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ექნებათ, გადაჭრან ხანგრძლივი პრობლემები, გააუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა, მიაღწიონ კარიერულ წარმატებას და პირად...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ძალადობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

“ძმა დასთან ყოფილა სტუმრად” – თბილისში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე - დაღუპულია ერთი ადამიანი. ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. ბინაში კი ამ დროს 60 წლამდე ქალი და მის ძმა...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

სოფელ ლაილაშში მეწყერმა 17 სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა,...

დაწვრილებითDetails

სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესები განვითარდა

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში განვითარებული გეოლოგიური პროცესების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის გამოც ქვეყნის შესაბამისი სამსახურების მიერ, ოპერატიულად განხორციელდა სტიქიის...

დაწვრილებითDetails

ვაზიანში დაკარგული ბიჭი იპოვეს

ნოემბერი 26, 2026
0
მთავარი

ვაზიანში დაკარგული 12 წლის ბიჭი იპოვეს. ინფორმაციას მოზარდის ოჯახის წევრები ავრცელებენ. ბავშვი, რომელსაც 2 დღე ეძებდნენ, ვარკეთილში იპოვეს. მათივე თქმით, მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება.

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».