დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია გარდაიცვალა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა.










