29 ნოემბერს ქუთაისში აკადემიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, 19:00 საათზე დაიწყება.
კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტები №3 და №4.
საღამოს სოლისტები იქნებიან მარიანა აჩბა და ლექსო პირმისაშვილი, დირიჟორი კი ლევან ჯაგაევი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საფესტივალო ორკესტრი.
ღონისძიება პროექტის „ქუთაისი – აკადემიური მუსიკის სივრცე“ ფარგლებში გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.










