LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი

მაია ბუწაშვილი მიმართვას ავრცელებს

დაპოსტა 2026/11/23-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს – როგორ თუ არ მჭირდება?!

არ სჭირდება, არა!!! ყველა ანტიბიოტიკს არ სჭირდება „მისაყოლებელი“ წამლები!
უკვე სათვალავი ამერია, მერამდენედ ვწერ და ვამბობ ამას, მაგრამ მგონი, უბრალოდ არ უნდათ ადამიანებს ამის გაგება.

ახლა ქვემოთ წავა კომენტარები – „ექიმებიც ნიშნავენ“, „ფარმაცევტები გვთავაზობენ“. ამაზეც უამრავჯერ მაქვს პასუხი გაცემული – ის, რომ ვიღაც ნიშნავს ან გვთავაზობს, არ ნიშნავს, რომ ეს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულია.

ყველაფერს რომ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებით, ესეც ჰკითხეთ ერთხელ – სჭირდება თუ არა ანტიბიოტიკს ყველა შემთხვევაში „მისაყოლებელი“ წამლები და ნახეთ, რას გიპასუხებთ.

ევროპელი და ამერიკელი ექიმები რომ არ ნიშნავენ რუტინულად ამ პრეპარატებს, ეზიზღებათ თავიანთი პაციენტები?
დიახ, არსებობს გამონაკლისები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს პრობიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან „კუჭის დამცავი“, მაგრამ ამისთვის კონკრეტული სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს და არა უბრალოდ ის ფაქტი, რომ პაციენტი ანტიბიოტიკს იღებს.

მედიცინა მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა დამკვიდრებულ ჩვევებს. ამაზე ამდენს რომ ვწერ, ჩემი ახირება კი არ არის. ზედმეტი წამალი ყოველთვის უვნებელი არ არის. მასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ურთიერთქმედებები, რეზისტენტობის პრობლემა (სოკოს წამლებზე) და, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფინანსური ხარჯიც.

ანტიბიოტიკს ავტომატურად არ სჭირდება მეორე, მესამე და მეოთხე წამლის დამატება!სწორი და ეფექტური მედიცინა ბევრი წამლის დანიშვნას კი არა, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი წამლების დანიშვნას გულისხმობს“- წერს მაია ბუწაშვილი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ჩვენის ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და საყრდენები უფრო მაღლა დგას, ვიდრე „რეპროდუქციული ტურიზმი“ – ზაზა ლომინაძე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

„მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები,  დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას...

დაწვრილებითDetails

მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს: ,,თბილისი, საქართველო, 24 ნოემბერი, 2026 - Wizz Air ადასტურებს, რომ 2026 წლის 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით შესრულებული რეისი W6 7909 ბორტზე მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

ჩხუბის დროს 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბი მოხდა, რა დროსაც 65 წლამდე მამაკაცი წაიქცა და თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო. კადრებში, რომელსაც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
მთავარი

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, შემოსავლებისსამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“,არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნისსაზღვარზე კანონდარღვევით შემოტანისმცდელობის 15 ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხოქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური დაკუთვნილი ბარგის ასევე, მათი მართვის ქვეშარსებული...

დაწვრილებითDetails

” საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ სექტორში უხეში ჩარევა...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ...

დაწვრილებითDetails

“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” – „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული” – „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, - ამის შესახებ შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ...

დაწვრილებითDetails

“სახელმწიფომ დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში” – ანატოლი გიგაური

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
ანატოლი გიგაური თავისუფალია
მთავარი

სახელმწიფომაც დამსაჯა, სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და მე გამატარებინეს 2 წელი ციხეში, - ამის შესახებ გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 25 ნოემბერს დებატები გაიმართება

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

25 ნოემბერს ევროპარლამენტში დებატები გაიმართება რეზოლუციის პროექტზე, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დებატები სტრასბურგში, ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“არავის აქვს უფლება, ამ ხალხზე ბულინგი და წნეხი აწარმოოს” – გიორგი შარაშიძე შეწყალებულებზე

by მეგა TV
ნოემბერი 24, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არავის აქვს უფლება ბულინგი და წნეხი აწარმოოს იმ ადამიანებზე, ვინც საპატიმროებიდან შეწყალების შედეგად გათავისუფლდა. მისივე თქმით, აქციების პერიოდში დაკავებულმა პირებმა ცხოვრების გარკვეული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"